02:32 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (197)
127 0 0

ბიძინა გუჯაბიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კონსერვატიული პარტიის წევრი ბიძინა გუჯაბიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გუჯაბიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

გუჯაბიძე 1956 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღლებში დაიბადა. პროფესიით იურისტი, 1983 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.

2004-2008 წლებში იყო მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ლანჩხუთის ოლქში საარჩევნო ბლოკიდან „სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა“. იმავე ოლქში იყრიდა კენჭს 2008 წელსაც, მაგრამ არჩევნებზე წააგო.

2012-2016 წლებში იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, უკვე პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

 

თემები:
საქართველოს პარლამენტი (197)

მთავარი თემები