17:29 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1972)
62 0 0

კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში 14 ათასი აშშ დოლარის ოდენობის არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

„აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქე ნ.გ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა – 14 ათასი აშშ დოლარი (45053,4 ლარი) და 5 902 ევრო (34285 ლარი) აღმოაჩინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით 5 ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა და გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1972)

მთავარი თემები