01:41 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1211)
58 0 0

პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის დროს გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კომპანია „აჭარა ფეის“ ოპერატორს იარაღის მუქარით 35,5 ათასი ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედები ცხელ კვალზე დააკავეს.

„პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის დროს გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი“ , – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1211)

მთავარი თემები