ნარკორეალიზაციის სქემა: ამოღებულია 1,2 მლნ ლარის ღირებულების „მეფედრონი“

© photo: Sputnikხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ საკონტროლო შესყიდვა.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ყაზახეთის მოქალაქე, 28 წლის ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1,2 მლნ ლარს შეადგენს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორი ჩართული იყო ინტერნეტ–ნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ბრალდებული დროებით საცხოვრებელ სახლში სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მის რეალიზაციას ახდენდა ინტერნეტით. 

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
ინტერნეტით 2 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაიყიდა: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი

სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ასევე განახორციელა ე.წ. ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

სამართალდამცველებმა სულ ამოიღეს 2,3 კგ ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“. ასევე ამოღებულია ამ ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე და 266-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვას და რეალიზაციას, და ითვალისწინებს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0