კორონავირუსით ინფიცირებული ხანდაზმული მამაკაცი ბათუმის კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
73 წლის მამაკაცი რეანიმაციაში ორი ნეკნის მოტეხილობით მოათავსეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, იუწყება პირველი არხი კლინიკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა და პალატაში მარტო იმყოფებოდა.

„ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა“, - განაცხადეს კლინიკაში.

ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ყველა ახალი ამბავი
0