თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსიკოსი მიხეილ თოდუა შინაპატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოდუას ადვოკატის გიორგი მახარაძის თქმით, მუსიკოსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, პრობაციის სამსახურს წინასწარ აფრთხილებდა და საათების გადაცილება საპატიოდ ეთვლებოდა.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. მუსიკოსი მიხეილ თოდუა შინაპატიმრობაში რჩება – თბილისის საქალაქო სასამართლომ პრობაციის ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, პრობაციის სამსახური მუსიკოსის მხრიდან შინაპატიმრობის პირობების დარღვევის გამო მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა. თოდუამ 13, 14 და 17 ოქტომბერს 21:00 საათის შემდეგ კონცერტებში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, პარტია „გირჩის“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. 

დიჯეი - Sputnik საქართველო
მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო ე.წ. სამაჯურით დატოვა

პრობაციის სამსახურში აცხადებენ, რომ თოდუას წინასწარ რომ ეცნობებინა მათთვის, მაშინ შინაპატიმრობის წესების დარღვევა საპატიოდ ჩაეთვლებოდა, რაც მან არ გააკეთა. სასამართლომ აღნიშნული არგუმენტი მხედველობაში მიიღო და მუსიკოსს შინაპატიმრობის ვადა ორი საათით გაუხანგრძლივა. ამიერიდან თოდუა შინ 19:00 საათიდან 08:00 საათამდე უნდა იმყოფებოდეს. თუმცა, მის საპატიმროში დაბრუნებაზე სასამართლომ უარი განაცხადა.

თოდუას ადვოკატის გიორგი მახარაძის თქმით, მუსიკოსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, პრობაციის სამსახურს წინასწარ აფრთხილებდა და საათების გადაცილება საპატიოდ ეთვლებოდა.

„ამ ერთი წლის განმავლობაში იგი 26 ღონისძიებაში მონაწილეობდა, რაზეც პრობაციის სამსახურს აფრთხილებდა და დარღვევა მას საპატიოდ ეთვლებოდა. ხოლო რატომ მოხდა ეს ამ ორ შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობია“, – განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ თოდუას 2013 წელს 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის. მან ექვსი წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა, 2019 წლის ოქტომბერში კი საპატიმრო სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით – ორი წლისა და 11 თვის ვადით. შინაპატიმრობის წესების შესაბამისად, თოდუას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 21:00 საათიდან 08:00 საათის ჩათვლით და ელექტროსამაჯურის ტარება.

 

ყველა ახალი ამბავი
0