ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეეფარდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული შვიდი პირიდან ექვსს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთის მიმართ კი სამართალწარმოება შეწყდა, იუწყება „პირველი არხი“.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. ექვსი დაკავებულიდან ხუთს სამდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შსს-მ პირობა შეასრულა: „დაუმორჩილებლობის ღამის“ მონაწილეები დააჯარიმეს

„არ იყო არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. დღეს სასამართლომ საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებით ქვეყანას აცნობა, რომ ამ ქვეყანაში პროტესტი არის დასჯადი“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ.

ოპოზიციის ხმაურიანი აქციები გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიების ოფისებთან, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება მიმდინარეობდა, მათ შორის, 4 ნოემბერს – ისნის კომისიასთან. ისნის საოლქო კომისიასთან შვიდი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„დაუმორჩილებლობის ღამე" ბათუმში: შსს–მ კანონდამრღვევებს ჯარიმები გამოუწერა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია რამდენიმე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0