საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საფრანგეთში მღვდელს დაესხა თავს, ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Dominique Boutin / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის პოლიცია
საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძიმედ დაჭრილმა მღვდელმა თავად გამოთქვა ვერსია იმის შესახებ, რომ მას მისი ერთ-ერთი საყვარლის „ეჭვიანმა ქმარმა“ ესროლა.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილია ქალაქ ლიონში 52 წლის ბერძენ მღვდელზე თავდასხმაში, მკვლელობის მცდელობაში ბრალი წაუყენეს, იუწყება РИА Новости გაზეთ Parisien-ზე დაყრდნობით.

წინა შაბათს, 31 ოქტომბერს ლიონში დაჭრეს ბერძენი მართლმადიდებელი მღვდელი, ეკლესიის არქიმანდრიტი. ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიონის პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

პოლიცია ნიცაში - Sputnik საქართველო
ლიონში დააკავეს ქართველი, რომელმაც ცოლის ღალატის გამო შურისძიების მიზნით მღვდელს ესროლა

გაზეთის წყაროს თანახმად, დამნაშავე აღმოჩნდა საქართველოს 40 წლის მოქალაქე. ის პარასკევს საკუთარ სახლში დააკავეს, ასევე დაკავებულია მისი 35 წლის ცოლი.

Parisien-ის მონაცემებით, მამაკაცმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მომხდარი მეუღლის ღალატს უკავშირდება: მას ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ცოლი მღვდლის საყვარელი იყო. ამასთან ერთად დაკავებული ამტკიცებს, რომ სასულიერო პირის მოკვლას არ აპირებდა. მან სამართალდამცველებს მიუთითა ადგილი, სადაც იარაღი გადააგდო. ახლა თავდამსხმელი სასამართლომდე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

მამაკაცის ცოლი, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, რუსული წარმომავლობისაა, შაბათ საღამოს გაათავისუფლეს, რადგან, პროკურორის განცხადებით, არაფერი მოწმობს იმის შესახებ, რომ ქალს დანაშაულში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0