21:29 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)
66 0 0

აქციის მონაწილეებმა სცადეს ჯებირების გარღვევა, ხოლო შენობის პერიმეტრზე განლაგებულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.  შსს-ში განაცხადეს, რომ ეს პროპორციული ძალის გამოყენება იყო.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ერთი დაშავებული გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში. ეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორია, რომელმაც წყლის ჭავლის მოხვედრის შემდეგ გონება დაკარგა.

მეორე პირს თვალის ტრავმა აქვს მიღებული და ის „ნიუჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. მამაკაცს წყლის ჭავლი მოხვდა, სწორედ ამის გამო დაშავდა ეს პიროვნება. მისი მეუღლე აცხადებს, რომ მას ნეკნები და თვალი სერიოზულად დაუზიანდა, თუმცა, საბედნიეროდ, თვალი შეუნარჩუნდა.

დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცესკოს შენობასთან, რათა მისი პიკეტირება მოეხდინათ. აქციის მონაწილეებმა სცადეს ჯებირების გარღვევა, ხოლო შენობის პერიმეტრზე განლაგებულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.  შსს-ში განაცხადეს, რომ ეს პროპორციული ძალის გამოყენება იყო.

ცესკოს შენობის ირგვლივ პერიმეტრს სპეცრაზმი იცავს. 

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართლი აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

 

 

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)

მთავარი თემები