08:54 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1952)
255 0 0

გამოძიების მონაცემებით, გობეჯიშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შესთავაზეს 50 ათასი დოლარი არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადების სანაცვლოდ, უარის მიღების შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ამავე კომისიის ორი წევრი - აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე, რომლებიც გობეჯიშვილს პირადად იცნობდნენ. 

დაკავებას წინ უძღოდა გობეჯიშვილის მეგობრისა და თანაშემწის, ზაალ ზაალიშვილის გამოკითხვა პოლიციაში. მან განაცხადა, რომ გარდაცვალების წინა დღეს გობეჯიშვილთან საუბარი ჰქონდა.

„თედო გობეჯიშვილმა გუშინ საღამოს დამირეკა, იყო ძალიან აღელვებული და მთხოვა პირადად შეხვედრა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაეზიარებინა. შეხვედრის დროს მითრა, რომ მას დაუკავშირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები – აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე და შეხვედრა სთხოვეს. თედო გობეჯიშვილს მათთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა და უარი არ უთქვამს. შეხვდნენ და შედგა საუბარი. მათ უთხრეს: თუ ხმაურით წამოხვალ დაკავებული თანამდებობიდან, 50 ათას დოლარს შემოგთავაზებთო, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. ამის შემდეგ გადავიდნენ მუქარაზე, ანუ მათ უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში და მას დააპატიმრებდნენ. ჩვენ კი ვართ მეგობრები, მაგრამ ვერაფრით ვეღარ გიშველითო“, – განაცხადა ზაალ ზაალიშვილმა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს - 2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედოერე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ში სისხლის სამართლის საქმე გადაკვალიფიცირდა და ახლა სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1952)

მთავარი თემები