02:53 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2324)
809 0 0

მძიმედ დაჭრილმა მღვდელმა თავად გამოთქვა ვერსია იმის შესახებ, რომ მას მისი ერთ-ერთი საყვარლის „ეჭვიანმა ქმარმა“ ესროლა

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ ლიონში 52 წლის ბერძენ მართლმადიდებელ მღვდელზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავა, იუწყება РИА Новости გაზეთ Parisien-ზე დაყრდნობით.

გასულ შაბათს, 31 ოქტომბერს ლიონში დაჭრეს ბერძენი მართლმადიდებელი მღვდელი, ეკლესიის არქიმანდრიტი. ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიონის პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გაზეთის წყაროს თანახმად, ეს არის 40 წლის საქართველოს მოქალაქე. ის პარასკევს საკუთარ სახლში აიყვანეს, ასევე დაკავებულია მისი 35 წლის ცოლი.

Parisien-ის მონაცემებით, მამაკაცმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ის მეუღლის ღალატს უკავშირდება: მას ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ცოლი მღვდლის საყვარელი იყო. ამასთან ერთად დაკავებული ამტკიცებს, რომ სასულიერო პირის მოკვლას არ აპირებდა.

სავარაუდო დამნაშავის ცოლმა აღიარა, რომ მას სასულიერო პირთან სასიყვარულო კავშირი ჰქონდა. ამასთან ერთად ის ირწმუნება, რომ ქმრის განზრახვის შესახებ არაფერი არ იცოდა.

დაკავებულმა მამაკაცმა განაცხადა, რომ იარაღი თავიდან მოიცილა - მდინარეში გადააგდო. ჩხრეკის დროს მის სახლში ნაპოვნია იარაღი, მაგრამ დანაშაულის ჩადენის დროს ის არ გამოყენებულა. დაკავებულმა არაერთხელ მიიქცია პოლიციის ყურადღება მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვისა და იარაღის უკანონო შენახვის გამო.

მღვდელი, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, სამშაბათს ოპერაციის შემდეგ კომიდან გამოვიდა. მან თავად გამოთქვა თავისი ერთ-ერთი საყვარლის „ეჭვიანი ქმრის“ ვერსია.

თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

მთავარი თემები