14:53 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1952)
116 0 0

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან თედორე გობეჯიშვილის მიმართ ზეწოლისა და მუქარის ფაქტების შესახებ ინფორმაცია გააჩნიათ.

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ში სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან თედორე გობეჯიშვილის მიმართ ზეწოლისა და მუქარის ფაქტების შესახებ ინფორმაცია გააჩნიათ.

თედორე გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასაწარი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.

როგორც ცესკოში აღნიშნავენ, თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლის, გიორგი ხელაშვილის თქმით, 43 წლის გობეჯიშვილი საარჩევნო სტრუქტურებში 2006 წლიდან მუშაობდა.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1952)

მთავარი თემები