20:32 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1209)
52 0 0

ბოროტმოქმედები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის ამოღებას მისი დაზიანების გზით ცდილობდნენ

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისში პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობაზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კომპანია „ოპპას" კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალეს.

მომხდარიდან მეორე დღეს, ბრალდებულები მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის ამოღებას აპარატის საცავის დაზიანების გზით ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობას გულისხმობს და  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1209)

მთავარი თემები