22:30 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1951)
103 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით სამიდან შვიდ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დაკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან ოპოზიციის აქციის დროს რამდენჯერმე გაისროლეს. გასროლის დროს რეზიდენციასთან ოპოზიციის აქტივისტების ავტოკოლონა იმყოფებოდა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, სოლოლაკში ბიზნეს–ცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში რამდენიმე გასროლა ავტომანქანით გადაადგილების დროს განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. უწყების ცნობით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დაკავებული წარსულში ყაჩაღობისთვისაა ნასამართლევი.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

დანაშაული სამიდან შვიდ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1951)

მთავარი თემები