კახეთში 6,5 კგ ჰეროინი ამოიღეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 35 წლის მამაკაცს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 35 წლის მამაკაცი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების მანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით 6,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0