10:07 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1966)
111 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 56 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში დღეს მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 46 წლის მეზობელს, რის შემდეგ ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა საკუთარი მეუღლე.

გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა>>

ბრალდებულმა ასევე სხეულის დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი პოლიციამ  მომხდარიდან მალევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე  და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1966)

მთავარი თემები