თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საპართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 29 ოქტომბერს კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ Galf-ს ყაჩაღურად თავს დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბოროტმოქმედი მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.