„პროგრესული საქართველოს” ერთ-ერთ წევრის მტკიცებით, მას უცნობმა პირმა ესროლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, მაგრამ მასრა ვერ იპოვა. პოლიტიკოსი ინციდენტს მისი პარტიის საქმიანობას უკავშირებს.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „პროგრესული საქართველოს” გენერალური მდივანი გიორგი კვაბზირიძე მის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

როგორც კვაბზირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას უცხო პირი დაემუქრა და დაშინების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.

მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოხდა, როდესაც იგი პარტიის ოფისიდან გამოვიდა და საკუთარი ავტომობილისკენ მიემართებოდა. კვაბზირიძის თქმით, უცნობმა პირმა მას პოლიტიკიდან წასვლა მოსთხოვა.

„აღნიშნულ ფაქტს იმ პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ, რასაც ჩვენი პარტია ეწევა. მე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას. ჩვენი პარტია ძალაა, რომელსაც ვერავინ დააშინებს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ადვოკატი კახაბერ მუმლაძე მომხდარს მისი კლიენტის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობად აფასებს.

„პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივნის მიმართ განხორციელდა მისი დაშინების მცდელობა, რაც მიუღებელია, მით უმეტეს, არსებულ მოცემულობაში. ეს იყო პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა“, – განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, თუმცა მასრა ვერ იპოვა.  

 

ყველა ახალი ამბავი
0