06:20 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1976)
150 0 0

რუსთავში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა და კოვიდ-სასტუმროდან გაეწერა

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსთავში მოულოდნელად გარდაიცვალა 21 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ კოვიდ-სასტუმროდან გაწერეს.

„გაწერის დროს, ექიმის შემოწმებისას, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა და თავს კარგად გრძნობდა. მისი მხრიდან რამდენჯერმე მოხდა ექიმისთვის მიმართვა, რომ თავს კარგად გრძნობდა და დროზე ადრე დაეტოვებინა სივრცე.გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

მისივე თქმით, ახალგაზრდა კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინო სივრცეში. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, გადამოწმდა PСR ტესტით და დაუდგინდა კორონავირუსი. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს პაციენტი გაეწერა. გაწერის დროს, ექიმის შემოწმებისას, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა და თავს კარგად გრძნობდა.

„ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ის იყო გამოჯანმრთელებული კოვიდისგან და მისი დაკრძალვა არ მოხდება კორონავირუსით გარდაცვლილთა პროტოკოლით“, - აღნიშნა გოგიტიძემ.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალგაზრდა მამაკაცისთვის გამოძახებული სასწრაფო დახმარების დაგვიანების შესახებ, ამირან გოგიტიძის განცხადებით დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია და ბრიგადა მანძილის დაფარვისთვის გონივრულ დროში იყო ადგილზე.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1976)

მთავარი თემები