საგარეჯოში ავტოავარიას 28 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

გამოწერა
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ავტოავარია სოფელ იორმუღანლოსთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მისვლამდე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0