აჭარაში ქურდობის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია სამი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოროტმოქმედებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ქურდობა ბეთუმში: სახლის პატრონმა ბოროტმოქმედს წინააღმდეგობა გაუწია>>>

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 25 ოქტომბერს, ღამით ფარულად შეაღწიეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში და წაიღეს ძვირფასეულობა, მაჯის საათი, საფულე და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღები. გარდა ამისა, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლის პატრონს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0