17:07 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1972)
63 0 0

საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთვება. ასევე, ადგილზე მყოფ მეხანძრეებს  გვიან ღამით 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან ტყეში ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, კერები რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა – ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. 

 ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან. კერძოდ, ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ადგილზე მყოფ მეხანძრეებს  გვიან ღამით 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება.

უწყების ცნობით, მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან ხანძარი 17ოქტომბერსაც გაჩნდა. ხანძრის სრულად ლიკვიდირება ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.  დაიწვა ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1972)

მთავარი თემები