ვინ იყო პიროვნება, რომელიც ავჭალაში ავტომობილში ჩაცხრილეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიისთვის ცნობილი გახდა, თუ ვინ იყო მამაკაცი, რომელიც დღეს ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ჩაცხრილეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც დღეს თბილისში ავტომობილში ჩაცხრილეს, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვალერიან ნემსიწვერიძე იყო, რომელსაც წარსულში საქართველოს პარლამენტის დეპუტატზე თავდასხმა ედებოდა ბრალად.

ნემსიწვერიძე ფიგურირებდა ერთ-ერთ რეზონანსულ საქმეში. კერძოდ, 2004 წელს მას ბრალად ედებოდა პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობა.

მასთან ერთად საქმის ფიგურანტი იყო დავით მინდაძე, რომელიც სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონო ტარებაში დამნაშავედ ცნო. თავად ნემსიწვერიძეს მკვლელობის დაგეგმვაში ედებოდა ბრალი.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
ავჭალაში მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

ნემსიწვერიძე ასევე ბრალდებული იყო ბანკის აქტივების მითვისებაში.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

ვალერიან ნემსიწვერიძე სარაჯიშვილის ქუჩაზე საკუთარ ავტომობილში ჩაცრილეს. თვითმხილველთა ცნობით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ან ექვსჯერ ესროლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირმა გაქცევა მოახერხა. 

ავტომობილი, რომელშიც მოკლული იჯდა, საცხობთან იდგა. როგორც ჩანს, მამაკაცი პურის ყიდვას აპირებდა, მაგრამ მანქანიდან გადასვლა ვერ მოასწრო.

შსს-ში ინფორმაცია დაადასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0