ახალციხეში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Viktor Kaminskyმეხანძრეები შემთხვევის ადგილზე
მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი ხუთსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საწოლს და მის გარშემო იატაკს ეკიდა.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ახალციხეში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძარი დიდიმამიშვილის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან სახლში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საწოლს და მის გარშემო იატაკს ეკიდა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.

ყველა ახალი ამბავი
0