დმანისში დაშავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები საავადმყოფოში რჩებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ, საღამოს დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე ნასვამმა ადამიანმა გახსნა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აქტივისტები, რომლებიც გუშინ დმანისში პარტიის ოფისთან სროლის დროს დაიჭრნენ, კვლავ საავადმყოფოში არიან, იუწყება „რუსთავი2“.

დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან გუშინ ცეცხლი გახსნეს. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ნასვამ ადამიანს კონფლიქტი მოუვიდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან და ამას სროლა მოჰყვა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სროლა „ქართული ოცნების“ ოფისთან: არიან დაჭრილები

დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ექიმები არაფერს ამბობენ.

„მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილი. ასეთ შემთხვევაში სამართალდამცველების მხრიდან უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო... ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს“, – განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ.

შსს-ს ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0