18:37 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)
172 0 0

ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა, აცხადებენ უწყებაში.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს მთელი დღის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. ოპერაცია უშუალოდ ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

ზუგდიდი: მიმდინარე მოვლენების მძიმე კადრები - ვიდეო >>

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა, რომელსაც მოთხოვნილი თანხა მიუტანეს, ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად პოლიციის პიკაპით დატოვა. ერთ-ერთი მძევალი, რომელთან ერთადაც შენობა მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა, შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავაა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და გალდავამ მიიტანა ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა.

ამ დროისათვის უცნობია, რა მიმართულებით გადაადგილდა აღნიშნული ავტომანქანა. მანამდე შენობა გათავისუფლებულმა მძევლებმა დატოვეს.

შსს-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)

მთავარი თემები