სროლა „ქართული ოცნების“ ოფისთან: არიან დაჭრილები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მომხდარზე სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტიის ოფისთან დმანისში სროლა იყო, არიან დაჭრილები, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ასევე უცნობია რამდენი ადამიანი დაიჭრა.

„დმანისში ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ რეაქცია, რაც ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ, უმძიმესი იყო. მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები. ასეთ დროს უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცველების მხრიდან. ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც „Sputnik-საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, უახლოეს დროს გახდება ცნობილი, რომელი მუხლით წარიმართება გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0