10:45 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)
906 0 0

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მძევლად 19 ადამიანია აყვანილი.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს. ამის შესახებ „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ფილიალის შენობიდან ჩართულმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა.

მძევლის თქმით, ტელეკომპანიას ეთერში თავდამსხმელის მითითებით ჩაერთო. კვარაცხელიას თქმით, ოთახში მძევლად 19 ადამიანია აყვანილი და შეიარაღებული თავდამსხმელი „კბილებამდე შეიარაღებულია, ხელყუმბარა აქვს გახსნილი და ისე გადადგილდება, თუმცა მისი ინტერესი არაა ვინმეს დაშავება და უნდა, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით დასრულდეს“.

მძევლის თქმით, როდესაც თავდამსხმელი თანხას მიიღებს, შენობიდან ან ვერტმფრენით წავა, ან მძევლებთან ერთად გავა. შესაბამის ორგანოებს მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელი 2 საათს აძლევს.

დღეს ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში შესული რიგითი მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)

მთავარი თემები