რა ელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას – შეიძლება აიკრძალოს, მაგრამ არა ყველგან

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBპოლიციელი თბილისის მეტროში მოქალაქეებს პირბადის ტარებაზე ამოწმებს
პოლიციელი თბილისის მეტროში მოქალაქეებს პირბადის ტარებაზე ამოწმებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთხელ უკვე იყო, როდესაც ქვეყანაში მთელი ტრანსპორტი გაჩერდა, მათ შორის კერძო ავტომობილები, მაგრამ ახლა ასეთ ზომებს მიიღებენ იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვას არ გამორიცხავს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მეზვრიშვილმა განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვანი იქნება და დაწესდება იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით – შიდა საქალაქო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. უკვე რამდენიმე დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1194 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 19857-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0