18:07 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1878)
41 0 0

სვანეთში ერთ კერაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო მეორე კერაზე მეხანძრე-მაშველები ისევ ებრძვიან ცეცხლს

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მეხანძრე მაშველები სვანეთში ორ კერაზე ხანძარს ებრძვიან, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძვის.

„112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - ნათქვამია განცხადებაში.

რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები.

ასევე, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1878)

მთავარი თემები