04:32 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
48 0 0

კანდიდატმა განაცხადა, რომ მის ოთახში და სახურავზე ნაფეხურები დარჩა, ხოლო ის პირი, ვინც შტაბში შეიჭრა, გაიქცა

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის საარჩევნო შტაბში გვიან ღამით უცნობი პირი შეიჭრა, დაწერა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე.

დეკანოიძის თვალსაზრისით, შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც სპეციალური მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება სცადეს.

„ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ. უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო, გაიქცა. უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია, ვინც შეაღწევდა და რისთვის. ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი“, - დაწერა დეკანოიძემ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, არჩილ  თალაკვაძემ ოპოზიციონერის განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლებას დეკანოიძის მოსასმენად პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხატია დეკანოიძის საუბრით და მისი მოსმენით, მისი დაპირებების მოსმენით, მისი საჯარო კომუნიკაციით დაინტერესებული არიან მხოლოდ მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, სხვას არ სცალია, რომ მას მოუსმინოს. ყველას აქვს თავისი საქმე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ისნის მაჟორიტარულ ოლქში დეკანოიძის ძირითადი მეტოქეები არიან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კახიშვილი.

შსს-ში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ამ დროისათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)

მთავარი თემები