თბილისში ე.წ. „ბიოს“ რეალიზატორები დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ სხვადასხვა ლოკაციაზე გასაღების მიზნით განთავსებული შვიდი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
პოლიციამ თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ნაქირავებ ბინაში დაამზადა და სარეალიზაციოდ დააფასოვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“. მან მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ნარკოტიკული საშუალება გასაღების მიზნით კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას გულისხმობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს, იგი ონლაინ–აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა „მწარმოებელს“ და შეუთანხმდა კონკრეტული ლოკაციიდან ნარკოტიკული საშუალების წაღებას. პოლიციამ აღნიშნული პირი მტკიცებულებით დააკავა.

ნივთმტკიცების სახით მთლიანობაში ამოღებულია თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე გასაღების მიზნით განთავსებული შვიდ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. "ბიო".

მეორე დაკავებულის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სსკ-ის 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ" და „ე" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო გასაღების მცდელობას იმ პიროვნების მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს მსგავსი დანაშაული.

დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0