12:17 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1857)
76 0 0

სკოლის დირექტორი ბრალდებებს არ აღიარებს. მისი თქმით, არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა და ის გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

თბილისი, 14 ოქტომბერი – sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს 11 წლის მოზარდის ცემაში ადანაშაულებენ.

მოზარდის ოჯახის წევრები „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებენ, რომ ბავშვი თანატოლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის შედეგადაც სკამი დაზიანდა. ფაქტზე გაბრაზებულმა დირექტორმა მოსწავლეს თავი ჯერ მერხზე, შემდეგ კი კედელზე არტყმევინა. შედეგად მოზარდმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა.

„ბავშვი სახლში რომ მოვიდა, შეშინებული ტიროდა. მითხრა, დირექტორმა მიმარტყმევინა თავიო. ჩემს შვილს მთელი დღე თავი და მხარი სტკიოდა“, – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.

დაზარალებულის ოჯახი დამნაშავის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

სკოლის დირექტორი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

მიმდინარეობს გამოძიება და მოწმეების დაკითხვა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1857)

მთავარი თემები