ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედური შემთხვევა მაღალმთიან აჭარაში დღეს მოხდა – სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0