თბილისში სამი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის სამ უბანში – დიდუბის, საბურთალოსა და სამგორის რაიონში მეზობლებმა დროულად იგრძნეს გაზის სუნი და სწრაფად დარეკეს ცხელ ხაზზე

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის რამდენიმე უბანში ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა. სპეციალისტების დროული რეაგირების წყალობით სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, აღნიშნულია კომპანია, „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის სამ უბანში – დიდუბის, საბურთალოსა და სამგორის რაიონში გაზის სუნზე მეზობლებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და ცხელ ხაზზე დარეკეს.

გაზქურა - Sputnik საქართველო
აფეთქებას გადაურჩნენ: რა მოხდა სამგორის რაიონის ორ კორპუსში

„კორპუსი აფეთქდებოდა რომ არა ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც დარეკეს 114-ზე და გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც აღმოჩნდა, ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ და გაზის ონკანი უყურადღებოდ ჰქონდათ დატოებული.

„გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს. თქვენი უყურადღებობის გამო შესაძლოა სხვების სიცოცხლე შეიწიროთ. იფიქრეთ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ბუნებრივი აირის მოხმარების წესები და გაზის გაჟონვის შემთხვევაში აუცილებლად დარეკონ „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე 2 40 40 04, ან სწრაფი რეაგირების სამსახურში – 114.

ყველა ახალი ამბავი
0