06:29 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1779)
51 0 0

დედაქალაქის მეტროში კვლავ შეფერხებაა. საბურთალოს ხაზზე ტექნიკური პრობლემების გამო დილიდან დაკეტილია მეტროს სადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საბურთალოს ხაზზე მეტროს სადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ტექნიკური პრობლემების გამო მგზავრებს ვერ ემსახურებიან.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი2“ თბილისის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება, პრობლემა სერიოზული არაა, მაგრამ მის გამოსწორებას დრო სჭირდება. თუმცა რამდენ ხანში აღდგება მოძრაობა, ამას კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ.

თბილისის მეტროში შეფერხებაა: საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია>>

ამ ბოლო დღეებში მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. გუშინ პრობლემა იყო ამავე საბურთალოს ხაზზე, ხოლო გუშინწინ – პირველ ხაზზე.

თემები:
თბილისი დღეს (1779)

მთავარი თემები