ჩოლოიანი სირაძის გარდაცვალებაში, შესაძლოა, დამნაშავე არაა – გაჩნდა ახალი ვიდეოჩანაწერი

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ მოზარდზე ზეწოლაში და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიანა ჩოლოიანს, რომელიც 15 წლის ლუკა სირაძის საქმეს იძიებდა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმე: გამომძიებელ ჩოლოიანს სამი წლით პატიმრობა შეეფარდა>>

ადვოკატებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს ვიდეოჩანაწერი, რომლითაც, მათი თქმით, ზეწოლა ლუკა სირაძეზე პოლიციის განყოფილებაში არ დასტურდება.

ვახტანგ გომელაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში - Sputnik საქართველო
თბილისის პოლიციაში არასრულწლოვნების საქმეებს სპეციალური სამმართველო გამოიძიებს

ადვოკატების განცხადებით, დაღუპულს კონფლიქტი პოლიციის განყოფილებაში ძმასთან სატელეფონო საუბრისას მოუვიდა, ასევე ჰქონდა უსიამოვნო საუბარი დედასთან.

ამას გარდა, სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ სირაძე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, და არ არის გამორიცხული, რომ ის კორპუსის სახურავიდან შემთხვევით გადმოვარდა, აცხადებენ იურისტები.

„როდესაც იგი გადმოვარდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, სისხლზე ჩატარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო“, – განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა – რამდენიმე დღით ადრე მეცხრე სართულიდან ჩამოვარდნის დროს მიღებული ტრავმებისგან. ძირითადი ვერსიაა თვითმკვლელობა, თუმცა საქართველოს საპატრიარქომ უბედური შემთხვევა არ გამორიცხა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში არასრულწლოვან ეჭვმიტანილებთან ახლებურად იმუშავებენ

ტრაგედია პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მოხდა. ლუკა ეჭვმიტანილი იყო თავის ყოფილ სკოლაში ღამით შეპარვასა და კაბინეტებში სხვადასხვა სახის წარწერის დატოვებაში. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ გამომძიებელ ჩოლოიანს მოზარდზე ზეწოლაში ბრალი წარუდგინეს.

გამოძიების ვერსიით, ჩოლოიანმა ლუკა სირაძე დაკითხვაზე 10 დეკემბერს გამოიძახა დედასთან ერთად. დაკითხვაზე გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა კოდექსის პრინციპებით და მოზარდისგან დანაშაულის აღიარება მოითხოვა.

უარის მიღების შემდეგ ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი დამნაშავედ ცნო.

ყველა ახალი ამბავი
0