ავტოავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილი, რომელიც ბოძს შეეჯახა, იმდენად იყო დაზიანებული, რომ დაშავებულების ამოსაყვანად მაშველებს სპეციალური საშუალებები დასჭირდათ.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.

Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძს შეეჯახა.

ორი დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ავტომობილიდან ადამიანები მაშველებმა სპეციალური საშუალებებით ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

დაწყებულია გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0