12:06 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1857)
59 0 0

ავტოავარია ახმეტის მუნიციპალიტეტში გუშინ, საღამოს მოხდა. გზაჯვარედინზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. სოფელ მატანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

ავტოავარია ახმეტის მუნიციპალიტეტში გუშინ, საღამოს მოხდა. გზაჯვარედინზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა 20 წლის ახალგაზრდა.

ავტოავარიის შედეგად  ასევე დაშავდა ახალგაზრდა ქალი 5 წლის შვილთან და 18 წლის მოზარდთან ერთად, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.  

 „ჩევნთან შემოყვანილია ავარიის დროს დაშავებული 4 პირი, მათგან 2 არასრულწლოვანი. ერთი მათგანი, 8 წლის გოგონა გაიგზავნა თბილისში. ადგილზე რჩება სამი დაშავებული,  სამივეს ჩაუტარდა კვლევები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა  თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა მარიამ მრელაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე -6 ნაწილით დაიწყო.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1857)

მთავარი თემები