11:24 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1207)
98 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 41 წლის მამაკაცი ქედაში ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ქედაში  33 წლის მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ორი ჭრილობა მიაყენა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.  დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და თავდამსხმელი მოგვარეები და ნათესავები არიან. დაპირისპირების მოტივი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1207)

მთავარი თემები