14:36 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1886)
220 0 0

ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს პირებს, რომლებმაც ქვემო ქართლში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები დააზიანეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევები 28-29 სექტემბერს მოხდა. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ღამით დმანისში, სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა. გადაჭრილია  კომპანიის კუთვნილი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები. კაბელები შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო ქსელს“ ეკუთვნის.

გარდა ამისა, უწყება ავრცელებს ინფორმაციას კიდევ ერთ შემთხვევაზე, კერძოდ კი, 28 სექტემბერს მარნეულში, სოფელ სადახლოში კომპანია „სილქნეტის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაზე.

„ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი ასევე უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას", — აღნიშნულია განცხადებაში.

ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება.

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  187-ე მუხლით მიმდინარეობს,  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1886)

მთავარი თემები