04:01 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1867)
169 0 0

საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე სატეხიაშიც, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ 1 ოქტომბერს წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია, ადიდდა მდინარეები და ღელეები. ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჯოჭოში ღამით მეწყერი ჩამოწვა, წაიღო სახლი. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრის ქვეშ ადამიანები მოჰყვნენ – სახლში მყოფი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, ბავშვი და ავტომობილში მყოფი ორი ახალგაზრდა.

უწყების ცნობით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 ათას ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ.

საძიებო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

გვიან ღამით აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან.

სტიქიური უბედურების ზონაში მთელი ღამე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1867)

მთავარი თემები