13:26 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1857)
44 0 0

დაშავებულები  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, მაგრამ, ექიმების ინფორმაცით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე დღეს მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა BMC-ში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაცით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1857)

მთავარი თემები