00:51 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1870)
143 0 0

მეწყერში, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანია მოყოლილი. სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა, ხოლო ავტომობილში, რომელიც ასევე მეწყერმა ჩაიყოლა – სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში ღამით მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სახლი წაიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრის ქვეშ ადამიანები მოყვნენ, იუწყება „პირველი არხი“.

ადგილზე სამძებრო–სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მეწყერში, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანია მოყოლილი. სახლში, რომელიც თედორაძეებს ეკუთვნის, ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა, ხოლო ავტომობილში, რომელიც ასევე მეწყერმა ჩაიყოლა – სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა.

მეზობლები ამბობენ, რომ მეწყერი დაახლოებით 200 მეტრი სიმაღლიდან ჩამოწვა.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რიჟვაძის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივ ჯგუფებს სამძებრო სამუშაოებში კოლეგები მეზობელი რეგიონებიდანაც დაეხმარებიან.

ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სატეხიის დასახლებაში ადიდებულმა მდინარემ მსუბუქი ავტომობილი წაიღო, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

მაშველებმა ავტომობილი წყლიდან უკვე ამოიყვანეს, თუმცა მასში არავინ აღმოჩნდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. მაშველები დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

აჭარაში უხვი ნალექის გამო მეწყერი რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა, ადიდდა მდინარეები და ღელეები.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1870)

მთავარი თემები