04:42 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (117)
40 0 0

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს – იგი პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

რაც შეეხება მეორე დაკავებულ პირს, გაირკვა, რომ აეროპორტში დაკავებული მამაკაცი სწორედ მას დაეხმარა საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილით, 262-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (117)

მთავარი თემები