12:31 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
929 0 0

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი კახა ფარფალია, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა, ომსკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკუთარ საკანში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ქურდული სამყაროს საერთო სალაროს, ე.წ. „ობშჩაკის“ განმგებელი, 45 წლის კახაბერ ფარფალია, რომელიც კრიმინალურ წრეებში „კახა გალსკის“ სახელითაა ცნობილი, სამი დღის წინ ჩაიყვანეს ომსკის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსათავსებლად, იუწყება ინტერნეტ გამოცემა "Прайм крайм„

ფარფალიას გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ინსულტი დასახელდა, თუმცა, მასმედიის ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტი წინა დღით ძლიერ იყო ნაცემი.

გავრცელებული ინფორმაციით, კახაბერ ფარფალიასთვის ეს დაპატიმრების პირველი შემთხვევა იყო. 

არსებული ცნობის თანახმად, კახაბერ ფარფალია 2018 წლის დეკემბერში დააკავა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა. მას თან აღმოაჩნდა რვა გრამი კოკაინი, ხოლო თავად ფარფალიას საუბრის მანერა და ქცევა ნარკოტიკულ თრობაზე მიანიშნებდა.

გარდა ამისა, კრიმინალური ავტორიტეტის მძღოლს დაურეგისტრირებელი საბრძოლო პისტოლეტი აღმოაჩნდა. შედეგად, „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისა და გადატანის მუხლით.

მასმედიის ცნობით, დაპატიმრების შემდეგ ქურდულმა სამყარომ მილიონი დოლარი გამოყო კახაბერ ფარფალიას გასათავისუფლებლად. ეს თანხა უნდა მოხმარებოდა თანამდებობის პირების მოქრთამვასა და ასევე სავარაუდო გირაოს. მაგრამ სასამართლომ უარი თქვა ფარფალიას გათავისუფლებაზე.

ამის შემდეგ „კახა გალსკი“ ქალთა №6 საპყრობილე „პეჩატნიკებში“ მოათავსეს, რათა პატმრების მხრიდან მისთვის დახმარების შესაძლებლობა მოესპოთ.

2019 წლის ნოემბერში კახაბერ ფარფალიას მოსკოვის კუნცევოს რაიონულმა სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა შეუფარდა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

გავრცელებული ცნობით, კახაბერ ფარფალია, რომელიც „კანონიერ ქურდად“ 1999 წელს „მოინათლა“, რუსეთის ყველაზე გავლენიან ავტორიტეტთა რიცხვში შედიოდა.

შესაძლოა ქართველი კანონიერი ქურდის დაკრძალვა საქართველოში შედგეს. როგორც ფარფალიას ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ სააგენტოს აცნობა, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისი ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით.

მთავარი თემები