ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

დაკავება - Sputnik საქართველო
იმერეთში ნარკოტიკების გამსაღებელი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0