18:01 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1177)
105 0 0

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ორი აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 900 დოლარი.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს–საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი LEXUS GX-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ერთი დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 900 დოლარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით და 181-ე და 150-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გამოძალვასა და იძულებას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1177)

მთავარი თემები