20:54 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1177)
79 0 0

დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

16 სექტემბერს თბილისში, რაგბის კავშირის შენობაში მერაბ ბესელიამ რაგბი-7-ის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა. პოლიციამ 51 წლის ბესელია იმავე დღეს მცხეთაში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 32 წლის ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. პრობლემები დაიწყო აგვისტოს დასაწყისში, როდესაც 31 კლუბის წარმომადგენლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი კავშირის ხელმძღვანელობას სთხოვდა ბოლო ოთხი წლის ფინანსური ანგარიში ჩაებარებინა.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროცესზე თავად ბრალდებულიც ჩაერთო დისტანციურად. როგორც მერაბ ბესელიამ განაცხადა, მან ემოციურ ფონზე იატაკს ესროლა და ფეხში სროლის განზრახვა არ ჰქონია.

„არ მისვრია მისთვის დასაჭრელად, ვისროლე იატაკზე. იმას, რომ მე საშიში ვიქნები თავისუფლებაზე, არ ვეთანხმები. ჩავბარდი თვითონ. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი“, – განაცხადა ბრალდებულმა.

ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ნოემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1177)

მთავარი თემები