თბილისსა და მარნეულში ნარკორეალიზატორები დააკავეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე ნარკორეალიზატორს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა–შენახვა–გასაღების ბრალდებით ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
ბათუმის გეზ-ში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“ და „მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0